2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: გაცნობა დიდი ბრიტანეთის გამოჩენილ მუსიკოსთა ბიოგრაფიებთან და მათ შემოქმედებასთან.
3. პროექტის სრული აღწერა: ეს ინფორმაციულ შემოქმედებითი პროექტია. მასზე იმუშავებს მოსწავლეების რამდენიმე ჯგუფი. თითოეული ჯგუფი განსაზღვრავს იმ მუსიკოსის სახელს, რომლის ბიოგრაფიას და შემოქმედებას შეისწავლის და შემდეგ გააცნობს დანარჩენებს. პროექტის მსვლელობისას მათ უნდა გასცენ პასუხი შემდეგ კითხვებს: რატომ გააკეტეს არჩევანი ამა თუ იმ მუსიკოსზე? რატომ არის ის სხვებისგან გამორჩეული/რით განსხვავდება მისი შემოქმედება?
მოსწავლეები დაამუშავებენ ინგლისურენოვან პერიოდულ გამოცემებს, საჟურნალო და საგაზეთო სტატიებს, ინტერნეტ ვებ-გვერდებს, სადაც მოთავსებულ იქნება ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის კულტურის, კერძოდ, მუსიკის შესახებ.
პროექტის მსვლელობისას მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებასა და მისი სწორად გამოყენებაში.
შედგება პრეზენტაცია, რომლის დროსაც მოსწავლეები გააცნობენ თავის ნამუშევრებს ყველა დაინტერესებულ პირს 2-3 გვერდიანი ინგლისურენოვანი ესსეს და Microsoft Office Power Point- ში მომზადებული ვიდეო სლაიდების მეშვეობით. მასალა აგრეთვე სკოლის ვებ-გვერდზე იქნება განთავსებული. წარდგენის შემდეგ ჯგუფი გასცემს პროექტის სხვა მონაწილეების კითხვებზე პასუხს.
4. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი (9 კლასი)
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 - 15 აპრილი, 2010 წელი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: -კლასის დაყოფა სამუშაო ჯგუფებად;
-ჯგუფების ლიდერის არჩევა;
-ჯგუფების მუშაობის მიზნების და ამოცანების ჩამოყალიბება და განსაზღვრა;-მოსწავლეების კომპიუტერთან მუშაობა (საჭირო ინფორმაციის მოძიება)
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: ინგლისურენოვანი ესსეები, ვიდეო მასალები
8. სარგებელი სხვებისთვის: სხვა კლასებს მიცემათ შესაძლებლობა უკეთ გაეცნონ დიდი ბრიტანეთის მუსიკალურ კულტურას
9. სამუშაო ენა: ინგლისური, მშობლიური (ქართული, რუსული)
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, კულტურა, მუსიკა, ინფორმატიკა. სოციო–კულტურა და კურტურა – ცნობილი ადამიანები (მომღერალი).
11. პროექტის ავტორი: ანა არაქელოვა
12. ავტორის ელ.ფოსტა: annarakelova@gmail.com
13. პროექტის ფორუმი:
14. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://www.annarakelova.blogspot.com/